შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები, კანონპროექტს მესამე საჯარო შეხვედრაზე მუხლობრივად განიხილავენ.
შეხვედრა ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით მიმდებარეობს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, დისკუსიების მიზანია დამსაქმებლისა და დასაქმებულის პოზიციების დაახლოება, რათა შედეგად სახელმწიფომ ყველასთვის მისაღები შრომის კოდექსი შეიმუშაოს.
ცვლილების განხილვა პარლამენტში, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება.