სტიქიიდან მე-17 დღეს მაშველები შოვში ისევ ეძებენ ექვს ადამიანს. ადგილზე მუშაობს ცოცხალი ძალა და სპეციალური ტექნიკა. დამეწყრილი ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე დამუშავებულია. რჩება ტერიტორიის რამდენიმე საყურადღებო ფრაგმენტი, სადაც ძებნის ოპერაციები მიმდინარეობს. მათ შორის სამუშაოები გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და რიონის სანაპიროებზე. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 27 ცხედარია ნაპოვნი.