შოვის სტიქიასა და მის შედეგებზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“.
თინათინ ბოკუჩავას განცხადებით კომისიამ უნდა უპასუხოს შეკითხვებს, – შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის აცილება წინასწარი გაფრთხილების სისტემების არსებობით და რამდენად დროული და ეფექტიანი რეაგირება ჰქონდათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობას ჰპირდებოდა შესაბამისი მონიტორინგის სისტემების დანერგვას.