შოვი - სტიქიის ზონა

შოვში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დრომდე 7 ადამიანს ეძებენ, სტიქიის ზონაში მაშველებმა 26 ცხედარი იპოვეს. დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები სოფელ გლოლაში ჩავლენ და მოსახლეობას სააგენტოს მიერ მომზადებულ პირველად დასკვნას წარუდგენენ. მოგვიანებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობის კითხვებს უპასუხებენ.

შეგახსენებთ, რომ მეწყერი რაჭაში 3 აგვისტოს ჩამოწვა. საძიებო და სამაშველო სამუშაოებში უკვე მე-15 დღეა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია ცოცხალი ძალა, სპეცტექნიკა და ვერტმფრენები.