შოლცი უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგ გამოვიდა

უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგ გამოდის გერმანიის კანცლერი. უკრაინული მედიის ცნობით, განცხადება გერმანიის კანცლერმა ინტერვიუს დროს გააკეთა. ოლაფ შოლცმა უარყო უკრაინის ნატო-ში მიწვევის შესაძლებლობა, რომელიც „გამარჯვების გეგმის“ პირველ პუნქტს წარმოადგენს და თქვა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნატო-მ უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებზე გადაწყვეტილება ვილნიუსისა და ვაშინგტონის სამიტებზე მიიღო და, მისი აზრით, „ამის მიღმა ახალი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს“. „ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი.”-აღნიშნა ოლაფ შოლცმა.