არაერთი ტრადიცია და საინტერესო მოვლენა უკავშირდება გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძრის ისტორიას, რომელსაც ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.
საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ამ ტაძართან იყო დაკავშირებული.
გადმოცემის მიხედვით, საქართველოსთვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმინდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.
სტეფანწმინდაში გენო ოსიყმაშვილი იმყოფება, რომელიც შობის ლიტურგიის დაწყებას ელოდება.