„შმაქსის“ მძღოლები მათთვის გამოწერილი ჯარიმებისა და ტაქსის რეფორმის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნებით მათ რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, შემდეგ კი მერიასთან მსვლელობა გამართეს. მძღოლები ამბობენ, რომ ისინი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან და ამისთვის ჯარიმების გამოწერა უსამართლობად მიაჩნიათ. „გირჩის“ ლოდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მალე „შმაქსს“ ერთ-ერთი ამერიკული კომპანია შეიძენს. „შმაქსის“ მძღოლები ასევე ითხოვენ, ზურაბ ჯაფარიძესა და კახი კალაძეს, ან ვახტანგ გომელაურს შორის, ტელე-დებატები გაიმართოს.