გერმანელი პროფესორის იდეით შექმნილი ქართულ-გერმანული მუსიკალური პროექტი გრძელდება.
ჯგუფ „შინის“ და გერმანელი მუსიკოსების ორწლიანი მუშაობის შედეგს წინანდლის შემდეგ მაყურებელი პირველი არხის ახალი პროექტის საშუალებით ნახავს. 1tvscena.ge ორი ქვეყნის მუსიკალური კულტურის, ანუ ქართული პოლიფონიის და გერმანული საცეკვაო მუსიკის სინთეზს დაეთმობა.
ორ წლიანი გერმანულ ქართული მუსიკალური თანამშრომლობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ორი ქვეყნის მუსიკოსების კოლაბორაციის შედეგს საქართველოს პირველი არხის მაყურებელი 1tvscena.ge-ს ფარგლებში ონლაინ 22 ივლისს, 21 საათზე იხილავს.