მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იაპონიის ქალაქი ნარაა.
ქვეყნის ექს-პრემიერი არჩევნებამდე ორი დღით ადრე ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ორჯერ გასროლით მოკლეს. პირი, რომელიც მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს თავს დაესხა, დაკავებულია. დანაშაულის მოტივზე ჯერ არავინ საუბრობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავების დროს შინძო აბეს პოლტიკის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მის შესახებ ადგილობრივმა პრესამ უკვე მოიპოვა გარკვეული ცნობები. მთელი დღეა, ექს-პრემიერის ოჯახი და ქვეყანა მსოფლიოს ლიდერებისგან სამძიმარს იღებს.