კინოთეატრ „ამირანში“, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ პრემიერა გაიმართა. პრემიერას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის ასეულს შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაზე მხატვრული ფილმი ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა დიტო ცინცაძემ გადაიღო. მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ.