სოფელ შინდისში, გმირთა მემორიალთან, სამხედროების ხსოვნას პატივს მთელი დღის განმავლობაში მიაგებენ. მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სპეციალური ბანერი, რომელზეც სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის უკვდავსაყოფად, 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიციაა გამოსახული.
ბრინჯაოს ძეგლის ასაგებად, მილიონ ლარამდეა მობილიზებული. მთავრობამ 530 000 და თავდაცვის სამინისტრომ კი 400 000 ლარი გამოჰყვეს. ძეგლი, სავარაუდოდ, მომავალ წელს გაიხსნება.
მემორიალთან შეკრებილებს დღეს მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძემ ძეგლის კონცეფციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.