შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

დღეიდან, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში, სამ ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ექვსი სექცია ამოქმედდება, კერძოდ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე და პირიქით (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);   ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);  ხუდადოვის ქუჩის N-99-დან – ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე და პირიქით (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).