მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტი ვახტანგ გომელაურს უსმენს.
მან სამინისტროს წლიური ანგარიში წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ოპოზიციამ შეკითხვები მიგრაციის დონეზე, კრიმინალის და ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე დასვა. ასევე კანონმდებლები ნარკოპოლიტიკის თემითაც დაინტერესდნენ. ადგილი ჰქონდა მცირე სიტყვიერ დაპირისპირებასაც.