შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში

პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენს.

გიორგი გახარიამ დეპუტატებს მოკლე მოხსენებით მიმართა, რის შემდეგაც კანონმდებლებმა შეკითხვების დასმა დაიწყეს. საკუთარი სიტყვის დასაწყისში მინისტრმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მისვლა მისთვის არასდროს ყოფილა პრობლემა. გახარიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ პარლამენტში მწვავე დისკუსიისთვის იმყოფებიან  და არა პოლიტიკური ცეკვისთვის კამერების წინ. მან იმედი გამოთქვა, რომ დამყარდება რეალური დიალოგი, რომელიც სამინისტროსა და ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევების გამოვლენას დაეხმარება.

თეონა მანაგაძე განაგრძობს პარლამენტიდან საუბარს.