შიმშილობის აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში

შიმშილობის აქციის მეხუთე დღე. საავადმყოფოში გადაყვანილია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორი მოშიმშილე პირი. პარტიის ოფისთან ამ დრომდე 200-მდე ადამიანი შიმშილობს, ისინი პროტესტის ნიშნად კარვებში რჩებიან, მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.