ოზურგეთში, „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლების ნაწილი ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებს. ადგილობრივი თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის განცხადებით, ახლა არჩევნებისთვის მიზანშეწონილი დრო არ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი.
მისივე თქმით, ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტზე ჯერ შესაძლებლობები არ ამოუწურავს, ამიტომაც მხარს მას უჭერენ და ამ მიზნით სპეციალურ შტაბს ქმნიან, რომელსაც პარტიის წევრი და საკრებულოს დეპუტატი შალვა თავდიშვილი უხელმძღვანელებს.