„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს ირჩევენ. არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს საბოლოო ფორმირებისა და ადგილებზე პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად ყველა რაიონულ ორგანიზაციაში, კერძოდ, 63 მუნიციპალიტეტში ტარდება.
ყველა მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის გარდა, მხოლოდ ერთი კანდიდატია. ახალქალაქი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებზე გამარჯვების მოსაპოვებლად 2 კანდიდატია რეგისტრირებული. მათგან ერთი მოქმედი, ერთი კი ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეა.