შიდა ქართლში დოესის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხისა და შიდა სამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შიდა ქართლში დოესის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხისა და შიდა სამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ფილტრაციული დანაკარგების შესამცირებლად, არხზე ეწყობა მონოლითური ბეტონი, მონტაჟდება ჩამქრობი და გამანაწილებელი ჭები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდება 275 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. პროექტი 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.