„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში პარტიის შიდა კვლევების შედეგებს აქვეყნებს. მათი განცხადებით, კვლევა ოთხ დიდი ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში – 5-11 აგვისტოს შუალედში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჩატარდა. პარტიაში აცხადებენ, რომ კვლევის მიხედვით, უმეტეს რეგიონში მეორე ტურები ჩატარდება. ასევე კვლევის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მცირედით უსწრებს.