შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1028 ფაქტი გამოავლინა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 83 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 945 ფიზიკურ პირს ჯარიმა დაეკისრა პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.