მესტიის მუნიციპალიტეტი გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო უკვე მეორე დღეა ჩაკეტილია. ადგილზე სპეციალისტების 12 ჯგუფი მუშაობს. ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებს კორონავირუსზე „პისიარ“-ტესტირება უტარდება, გრძელდება დაავადებულებთან შემხებლობაში მყოფი პირების დადგენა. მუნიციპალიტეტში არსებული სასტუმროების ნაწილი საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა.
მესტიაში ჩვენი კორესპონდენტი, ლიკა ალელიშვილი იმყოფება და ახლა პირდაპირ ეთერში მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას ჩაკეტილი რეგიონიდან.