შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნა

შშმ პირთა უფლებების კანონპროექტში ხარვეზებზე საუბრობენ შშმ აქტივისტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობელთა ნაწილი და ორგანიზაციები. ისინი პრობლემებზე მიუთითებენ და განმარტავენ, რომ საჭირო სერვისების მიღებას ხშირად ვერ ახერხებენ და კანონით გაწერილი ვალდებულებები ბუნდოვანია. ორგანიზაციები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესი მათი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს და მესამე მოსმენით დამტკიცება 13 ივლისს მოხდება.