მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიასთან კონტრაქტი წყდება. ეს კიდევ ერთი საკითხია, რაზეც კახა კალაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კომპანია „მამისონი“ დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს, შესაბამისად, თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება. თბილისის მერის თქმით, მეტროსადგურში მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, დადგენილია გარკვეული დეფექტები, რომელსაც გამოსწორება სჭირდება.