ამერიკის შეერთებული შტატები, საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმებას ფორმალურად გამოეთიშა. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ხელშეკრულების პირობებს არღვევს.
ვადა, რომელიც შტატებმა რუსეთს დოკუმენტით გაწერილი პუნქტების შესასრულებლად მისცა, გუშინ ამოიწურა. შედეგად კი, მსოფლიო გამალებული შეიარაღების საფრთხის წინაშე, კიდევ ერთხელ დადგა. ახლა წამყვანი ქვეყნების ლიდერები გამოსავალზე მსჯელობენ.