ვენესუელაში მასშტაბური ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისია.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე საპროტესტო აქციები დროებით შეწყდა. არჩევნების გზით ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობის იმედს ოპოზიცია ყოველდღე კარგავს. გაერთიანებული ოპოზიცია ერთადერთ გამოსავალს რევოლუციაში ხედავს.
დონალდ ტრამპი მადუროს ავტორიტარიზმს მსოფლიოსთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოვლენად აფასებს. პარალელურად ამერიკის საბიუჯეტო დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ვენესუელას ფინანსურად ხელ-ფეხს უკრავს.
წარსულში ლათინური ამერიკის ყველაზე დემოკრატიული და მდიდარი ქვეყნის დრამა და ვენესუელას ქართული დილემა – დეტალებით ქეთი თუთბერიძე.