შეწყდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი

გამოიყენებს თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებს და შევა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში – ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. პარტიაში საპარლამენტო ბოიკოტის დასრულებასთან დაკავშირებით მსჯელობენ, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ფრაქცია მიიღებს, რომლის სხდომაც უახლოეს პერიოდში გაიმართება.

პარლამენტში შესვლის შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პირველი გეგმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რისთვისაც „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტის სხვა პარტიების მხარდაჭერა სჭირდებათ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი ხმები ექნებათ, ნაწილი კი კონსულტაციებს ელოდება. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ქუჩის აქციების მსგავსად, „ნაციონალური მოძრაობისგან” პარლამენტშიც დესტრუქციულ ქმედებებს ელოდებიან.