მიმართვიდან თითქმის ერთი კვირის თავზე საპატრიარქოს პრეზიდენტისგან პასუხი ჯერ არ მიუღია. ამ დრომდე გაურკვეველია, დააკმაყოფილებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს შუამდგომლობას და შეიწაყელბს თუ არა გიორგი მამალაძეს.
პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და მედიას მოუწოდებს, მის მიერ დაანონსებული ახალი ბრძანების გაცემას დაელოდოს. საუბარია შეწყალების ახალი კრიტერიუმების და წესების შემუშავებაზე, რაზეც სახელმწიფოს მეთაურს საკუთარი რეკომენდაციები პარლამენტმაც გაუზიარა. დღეს ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ მამალაძის შეწყალება-არშეწყალების საკითხი, 28 აგვისტოს შეწყალების სკანდალური აქტის შემდეგ გამოცხადებული მორატორიუმის დასრულების შემდეგ გაირკვევა.