მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს – შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის მხარეს დღეს გადაეცემა. 2 000-ზე მეტ შეკითხვაზე პასუხების გაცემისა და ბრიუსელში გადაგზავნის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – დგება ევროკომისიის შეფასების დრო. სწორედ მის რეკომენდაციას დაეყრდნობა ევროპული საბჭო, რომელმაც პოლიტიკური კონსენსუსის გზით უნდა გადაწყვიტოს, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ევროკომისია საკუთარ შეფასებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ, სავარაუდოდ, ერთ თვეში წარადგენს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს 27 სახელმწიფო – ეს შესაძლოა, ივნისის ბოლოს, ევროკავშირის სამიტზე გაირკვეს.