ორგანიზაცია „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ დამფუძნებელი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია და წარსულში ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხი მოითხოვოს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იმსახურებს პოლიტიკაში ყოფნას. ლიკა გამრეკელის განმარტებით, მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ, სადაც სურთ იქ გაშალონ კარავი. რაც შეეხება რუსთაველზე მომხდარ ინციდენტებს, ახალგაზრდული ფრთის დამფუძნებელი ამბობს, რომ პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდანაა დაგეგმილი.