2020 წლის მსგავსად, ოპოზიცია მანდატებზე ამჯერადაც უარს ამბობს.
ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური სუბიექტის სტრატეგია საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნასთან და აქციებთან ერთად საპარლამენტო ბოიკოტსაც გულისხმობს. გეგმას სკეპტიკურად უყურებს ხელისუფლება, რომელიც ოთხი წლის წინანდელი სცენარის გამეორებას ელოდება და დარწმუნებულია, რომ ბოიკოტი დროებითი იქნება. მითუმეტეს მაშინ გაკეთებული იმ განცხადებების გათვალისწინებით, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას კატეგორიულად გამორიცხავდნენ. პირობა წერილობითაც კი დადეს. თუმცა 2020 წლისგან გასხვავებით, ამჯერად მმართველი პარტია ოპონენტებთან რაიმე ფორმით მოლაპარაკებას გამორიცხავს.
თათია ტაბეშაძე არკვევდა, მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური კრიზისის გამეორება და დაარღვევს თუ არა ოპოზიციურ ერთობას სწორედ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი.