არჩევნების შედეგებმა ერთმანეთისგან გამიჯნული ყოფილი თანაგუნდელების გზები შესაძლოა ისევ გადაკვეთოს.
„ევროპული საქართველო“ გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს და ერთობლივი საკოორდინაციო შტაბის შექმნის ინიციატივით გამოდის. თუმცა გრიგოლ ვაშაძის გუნდის გარდა შეთავაზებას ჯერ არავინ გამოხმაურებია.
უკვე ცნობილია, დავით უსუფაშვილის და ზურა ჯაფარიძის პოზიცია. „შენების მოძრაობის“ და „გირჩის“ ლიდერები მეორე ტურში გასულ არცერთ კანდიდატს მხარს არ უჭერენ.
დანარჩენები ჯერ ფიქრობენ.