შეთანხმებული საარჩევნო სისტემისგან გასხვავებით სადავო ხდება გუშინ მიღებული მემორანდუმის ის ნაწილი, რომელიც მართლმსაჯულებას ეხება.
ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვანაირად კითხულობს ჩანაწერს, რომლის მიხედვით მართლმსაჯულების სტანდარტები მკაცრად უნდა იყოს დაცული. ოპოზიციონერი ლიდერების მტკიცებით, არსებობს სიტყვიერი შეთანხმება, რომ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ ციხე შეწყალების მექანიზმით უნდა დატოვოს, ოპოზიცია შეთანხმებულად აცხადებს გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილის და 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პირის გათავისუფლებასაც. თუმცა, ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს „ქართული ოცნება.“
სალომე ქოქიაშვილი დაინტერესდა, იყო თუ არა გუშინ კონკრეტულ გვარებზე საუბარი და მოსალოდნელია თუ არა ციხიდან ზემოთ ჩამოთვლილი პირების გაშვება.