რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამხედროები გაგზავნა. ამის ამსახველი ვიდეომასალა გვიან ღამით რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ყარაბაღში რვა თვითმფრინავია გაშვებული. სამშვიდობო კონტიგენტის შემადგენლობაში 1960 ჯარისკაცი, 990 ჯავშანტრანტექნიკა და 380 საავტომობილო სპეციალური ტექნიკაა. ასევე სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები მთიან ყარაბაღში მონიტორინგის ცენტრს შექმნიან. ცენტრის მიზანი, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება იქნება. მონიტორინგის ცენტრის მუშაობა შეთანხმების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწერენ ხელს.