ოვალურ კაბინეტში გამართულმა შეხვედრამ შედეგი მხოლოდ ნაწილობრივ გამოიღო. სერბეთსა და კოსოვოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით პრიშტინასთან გაფორმებული დოკუმენტი სერბეთსა და მის მოკავშირე რუსეთს შორის უთანხმოების მიზეზი ხდება.
თავის მხრივ, პრიშტინას აკრიტიკებს თურქეთი, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა. ანკარა იმ გეგმითაა უკმაყოფილო, რომელიც კოსოვოსა და სერბეთს, ასევე თეთრი სახლის ხელშეწყობით ისრაელთან დაკავშირებით აქვთ. იგულისხმება იერუსალიმში საელჩოს გახსნა, რის გამოც პრიშტინასა და ბელგრადს ევროკავშირიც აფრთხილებს.