გარღვევა ბრიტანეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში.
ლონდონსა და ბრიუსელს შორის ახალი შეთანხმებაა მიღწეული. შედეგად ლონდონსა და ბელფასტს შორის საქონლის ბრუნვა ნაკლებ შეზღუდვას დაექვემდებარება და ირლანდიის ზღვაში სავაჭრო ბარიერები მოიხსნება. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ბრიტანეთის კუნძულსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, მათ შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილება, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბელფასტში იმყოფება, რათა ბრექსითის შემდგომ სავაჭრო შეთანხმებებზე საერთო მხარდაჭერა მოიპოვოს.