საქართველოს პირველი არხი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალშემოსავლიან კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს – არხმა კონტრაქტი „დისნეისთან“ გააფორმა. პირველი არხი მაყურებელს „დისნეის“ 349 ფილმს ორი წლისა და რვა თვის განმავლობაში შესთავაზებს.
კონტრაქტი „დისნეის“ გარდა, მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „მარველი“, „თვენთი სენჩერი ფოქსი“ და „ჯორჯ ლუკასი“. სურათები სრულად იქნება ქართულად დუბლირებული.