ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის დღეს ხელი მოეწერა ქცევის (ეთიკის) კოდექსს.
კოდექსი 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის შემუშავდა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ცესკო-მ და 28 სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. ხელმომწერები თანხმდებიან, რომ საქმიანობის დროს დაიცავენ კანონს, იქნებიან მიუკერძოებლები და ობიექტურები, იხელმძღვანელებენ საარჩევნო პროცესში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით, რითაც ხელს შეუწყობენ პრეზიდენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.
დოკუმენტი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავდა. მაშინ მას ხელი მოაწერეს ცესკო-ს თავმჯდომარემ და 23 ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
ეთიკის კოდექსს ხელი მოეწერა 2017 წლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროსაც.