შეთანხმდებიან თუ არა არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატები ეთიკის პრინციპებზე, ვინ აწერს ხელს დოკუმენტს, რომლის პრეზენტაციაც ცოტა ხნის წინ შედგა. ეთიკის პრინციპები საფუძვლად უნდა დაედოს კანდიდატთა მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას.
დოკუმენტზე ხელმომწერები ასევე თანხმდებიან, რომ დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას, აქტივობებს აწარმოებენ დისკრიმინაციის გარეშე; არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს; ასევე, არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში 25-ვე კანდიდატის წარმომადგენელი ჩართული იყო. ეთიკის პრინციპებს ხელი 20-მა კანდიდატმა უკვე მოაწერა.
პრეზენტაციას კანდიდატების ნაწილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.