„შეშლილი ჩაის სმა“ - ლია ბაგრატიონის გამოფენა 

ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცე 29 ნოემბრიდან ლია ბაგრატიონის ნახატებს დაეთმობა.

„შეშლილი ჩაის სმა”-ამ სახელწოდებით ექსპოზიცია მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და თანამედროვე გამოწვევებს ასახავს.

საკუთარ შემოქმედებაზე ავტორი დამთვალიერებელს იმ დოკუმენტური ფილმითაც მოუყვება, რომელსაც გამოფენის პარალელურად აჩვენებენ.