პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი ახალი შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მთავრობასთან კონსულტაციების გამართვას ითხოვს.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებს „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტის არსი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ გააცნო. კომიტეტის წევრების შეფასებით, წარდგენილ იდეაში ცუდი არაფერია, თუმცა ცვლილებები შესასრულებლად რთულია და მათ კონკრეტული ინფორმაცია სჭირდებათ, რა ხარჯთაღრიცხვასთან არის დაკავშირებული პროექტის შესრულება.
ცვლილებებით, საქართველოში, 2029 წლიდან, ყველა ახალი შენობისთვის თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება.