კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ქალი გარდაიცვალა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქალბატონი დახმარების სათხოვნელად იყო მისული, დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან გასაუბრების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია გამოიძახეს.
ამ წუთებში ოფისში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ქალბატონის ვინაობა ჯერ უცნობია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით.