სენაკის მეორე საჯარო სკოლაში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სკოლის 26 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ინტოქსიკაციის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ექიმის განცხადებით ჩატარდა ყველა აუცილებელი კვლევა და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი ნაწილი სახლში უკვე გაწერეს.