შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 7 ივნისს გარდაცვლილი 21 წლის ფეხმძიმე ქალის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.

ოჯახის ინფორმაციით, 37 კვირის ფეხმძიმე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. გარდაცვლილის ნათესავი ამბობს, რომ გოგონას გარდაცვალება გამოიწვია შეცდომამ. კლინიკა „ბომონდში“ კი მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, საქმესთან დაკავშირებით დეტალური და სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ დაელოდონ გამოძიების შედეგებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 116-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ შეტყობინება მიიღეს და მოკვლევას, მოქმედი პროცედურების შესაბამისად დაიწყებენ.