ქუთაისში დაშავებული სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოზარდი კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას საოპერაციოდ ამზადებენ.
საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში წვივის ძვლების დაზიანებით შეიყვანეს. მოსწავლე ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან გადაძვრა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა.
სკოლის დირექტორი გამორიცხავს რაიმე დაპირისპირებას თანაკლასელებსა და პედაგოგთან და მოზარდს დადებითად ახასიათებს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.