ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე სავარაუდოდ დიდი ხნის გარდაცვლილია. მისი ვინაობისა და დაღუპვის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლეობის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.