ქუთაისში, პირველ სკოლასთან, არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ტურისტი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ის 60 წლამდე ასაკის, სავარაუდოდ თურქი მამაკაცია. მათი თქმით, ხშირად ხედავდნენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბავშვებს, განსაკუთრებით გოგონებს, საეჭვოდ აკვირდებოდა, დღეს კი ერთ არასრულწლოვანს ფიზიკურად შეეხო და ლოყაზე აკოცა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.