ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან პაციენტი გაუჩინარდა. 76 წლის მამაკაცი კლინიკიდან ოთხი დღის წინ გაიპარა და მისი ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მომხდარზე სამედიცინო დაწესებულების იურისტმა ისაუბრა. არმაზ ხელიძის თქმით პაციენტი 27 ნოემბრიდან მკურნალობდა. მან კლინიკას ქირურგიული მანიპულაციისთვის თვითდინებით მიმართა. იურისტის განმარტებით, პაციენტმა დაწესებულება თვითნებურად უკანა კარიდან დატოვა და მას რაიმე ფინანსური ვალდებულება კლინიკის წინაშე არ ჰქონდა, შესაბამისად უცნობია კლინიკიდან გაპარვის მიზეზი. მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.