თვითმკვლელობის მცდელობა თუ თავდასხმა: 10 თებერვალს გლდანის ციხეში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიების დასრულებამდე შემთხვევის გარშემო ურთიერგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება.
ოფიციალური ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებულმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა, ოჯახი ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადების მიხედვით, მსჯავრდებული საპირფარეშოში თანამესაკნეებმა იპოვეს. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.