დმანისის ინციდენტში მონაწილე დავით დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ ჩაუდენია და ის ადგილზე მამამისის დასახმარებლად მივიდა.