შემთხვევა ჟვანიას ქუჩაზე

თბილისში, ნინო ჟვანიას #10-ში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.

თვითმხილველვის თქმით, ახლგაზრდა მამაკაცი შემთვევიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ექსპერტი კრიმინალისტები ადგილზე თითქმის 2 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. შემთხვევის ადგილის შესასწავლად შრომის ინსპეკციის წარმომადგენელებიც მივიდნენ.

მშენებლობას კომპანია „სიმეტრია“ ახორციელებდა. კომპანიის წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ადგილზე პროფკავშირების წარმომადგენელიც იმყოფებოდა.